ესთეტიკა და სილამაზე

სალონის საიტის დამზადება ონლაინ ჩაწერით

პრემიუმ კატალოგი და ჯავშნების 24/7 ავტომატიზაცია.

ფასები
ფასები საორიენტაციოა • მოქმედებს 50/50 გადახდის სისტემა

ციფრული კატალოგი

₾ 700 - 1000/ პროექტი

თქვენი სერვისების და პორტფოლიოს პროფესიონალური პრეზენტაცია ონლაინ სივრცეში.

  • პრემიუმ UI/UX (მობილურზე მორგებული დიზაინი)
  • მრავალენოვანი ინტერფეისი (3 ენა)
  • სერვისების და ფასების სრული კატალოგი
  • Before/After პორტფოლიოს გალერეა
უფასო კონსულტაცია

ციფრული ადმინისტრატორი

₾ 1000 - 1400/ პროექტი

კლიენტების დამოუკიდებელი ჩაწერის სისტემა, რომელიც განტვირთავს ადმინისტრაციას.

  • + 'ციფრული კატალოგი'-ს ყველა კომპონენტი
  • ონლაინ ჯავშნის სისტემა (0% საკომისიო ჯავშანზე)
  • SMS შეტყობინებების მიბმა (პროვაიდერის ტარიფით)
  • ჯავშნების სამართავი ადმინ პანელი
  • Meta/Google Pixel-ის საბაზისო ინტეგრაცია
უფასო კონსულტაცია

სრული ეკოსისტემა

₾ 1500 +/ პროექტი

ჯავშნების სისტემა და ონლაინ მაღაზია პროდუქციის (მოვლის საშუალებების) გასაყიდად.

  • + 'ციფრული ადმინისტრატორი'-ს ყველა კომპონენტი
  • პროდუქციის ონლაინ მაღაზია (E-commerce)
  • ონლაინ გადახდები (TBC, BOG, ნებისმიერი ბარათით)
  • მარაგების კონტროლის მარტივი მოდული
  • ტექნიკური მხარდაჭერა და პერსონალის ტრენინგი
უფასო კონსულტაცია
სერვისის შესახებ

სილამაზის სალონის ვებსაიტი დღეს უკვე აღარ არის ფუფუნება, ეს თქვენი ციფრული მიმღებია, რომელიც 24/7 მუშაობს. VIFA Digital ქმნის ესთეტიკის ცენტრებისა და სალონების საიტებს, რომლებიც კლიენტს ჩაწერის საშუალებას აძლევს პირდაპირ თქვენს გვერდზე, ინსტაგრამში მიმოწერის ლოდინის გარეშე. შედეგი - ნაკლები გაცდენილი ჯავშანი და მეტი დაკავებული სავარძელი.

რას მოიცავს სალონის ვებსაიტის დამზადება

თითოეული პროექტი იწყება პრემიუმ, მობილურზე მორგებული დიზაინით, რადგან თქვენი კლიენტების უმეტესობა საიტს ტელეფონიდან ნახულობს. ვამზადებთ სერვისებისა და ფასების სრულ კატალოგს, Before/After გალერეას და მრავალენოვან ინტერფეისს უცხოელი კლიენტებისთვის. პრემიუმ პაკეტში ემატება ონლაინ ჩაწერის სისტემა 0% საკომისიოთი — კლიენტი თავად ირჩევს დროსა და სპეციალისტს, თქვენ კი ჯავშნებს მართავთ ადმინ პანელიდან.

რატომ სჭირდება სილამაზის ბიზნესს საკუთარი საიტი

სოციალური ქსელები შესანიშნავია ხილვადობისთვის, მაგრამ ისინი თქვენ არ გეკუთვნით — ალგორითმი წყვეტს ვინ დაგინახავთ. საკუთარი ვებსაიტი თქვენი აქტივია: ის უმჯობესებს Google-ში ძიებად პოზიციებს, აგროვებს კლიენტების ბაზას და ანაცვლებს ძვირადღირებულ შუამავალ პლატფორმებს. სრული ეკოსისტემის პაკეტში დამატებით შესაძლებელია თავის მოვლის პროდუქციის ონლაინ გაყიდვაც, საბანკო ბარათით გადახდის ინტეგრაციით.

სისტემა, რომელიც ზოგავს დროს და ზრდის შემოსავალს

ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ ვებსაიტებს. ჩვენ ვაწყობთ ინფრასტრუქტურას, რომელიც ანაცვლებს შუამავალ პლატფორმებს და გიტოვებთ სრულ კონტროლს კლიენტებზე.

პრემიუმ კატალოგი და იმიჯი

მობაილზე იდეალურად მორგებული დიზაინი, სერვისების კატალოგი და მაღალი ხარისხის Before/After გალერეა.

ჭკვიანი ჯავშნები 0% საკომისიოთი

საიტში ინტეგრირებული კალენდარი და SMS შეხსენებები. კლიენტები თავად ირჩევენ დროს და სპეციალისტს.

პროდუქციის ონლაინ გაყიდვები

გამარტივებული E-commerce მოდული მოვლის საშუალებების გასაყიდად, საბანკო ბარათით გადახდის ინტეგრაციით.

კითხვა-პასუხი

ხშირად დასმული კითხვები

სალონის საიტის დამზადება სამ პაკეტად გვაქვს: ციფრული კატალოგი 700₾-დან 1000₾-მდე, ონლაინ ჩაწერის სისტემით უზრუნველყოფილი „ციფრული ადმინისტრატორი“ 1000₾-დან 1400₾-მდე, ხოლო პროდუქციის ონლაინ მაღაზიის ჩათვლით სრული ეკოსისტემა 1500₾-დან. კონსულტაცია უფასოა და მოქმედებს 50/50 გადახდის სისტემა.

დიახ. „ციფრული ადმინისტრატორის“ პაკეტიდან საიტს მოჰყვება ონლაინ ჯავშნის სისტემა 0% საკომისიოთი, SMS შეხსენებები და ჯავშნების სამართავი ადმინ პანელი. კლიენტი თავად ირჩევს დროსა და სპეციალისტს.

დიახ, საიტს მოჰყვება მართვის პანელი (CMS), საიდანაც დეველოპერის ჩარევის გარეშე განაახლებთ გალერეას, სერვისებსა და ფასებს ნებისმიერ დროს.

დიახ, სრული ეკოსისტემის პაკეტი მოიცავს E-commerce მოდულს ონლაინ გადახდებით (TBC, BOG, ნებისმიერი ბარათი) და მარაგების კონტროლს.