ჩვენს შესახებ
VIFA წარმოადგენს ტექნოლოგიურ და კრეატიულ სააგენტოს, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია ადგილობრივი ბიზნესების ციფრული ტრანსფორმაცია და მათი პოტენციალის რეალურ წარმატებად გარდაქმნა.
დაარსების დღიდან, VIFA-მ წარმატებით განახორციელა მრავალი კომპლექსური პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიაში - მათ შორის ტურიზმის, სილამაზისა და ჯანმრთელობის, რითეილისა და B2B სექტორებში. ჩვენი გუნდი აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან არა მხოლოდ პროექტის ვიზუალურ ან ტექნიკურ სრულყოფაზე, არამედ პარტნიორი კომპანიების გრძელვადიან ეკონომიკურ პროგრესზე.
ჩვენი მიდგომა
"ვქმნით სისტემებს, რომლებიც მუშაობს."
ჩვენი სამუშაო პროცესი პრაგმატულია. იქნება ეს ტექნიკური არქიტექტურის შექმნა, ბრენდინგი თუ მარკეტინგული კამპანია, ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს: მომხმარებლის იდეალურ გამოცდილებას და ბიზნესის ზრდას. ვმუშაობთ ზედმეტი ბიუროკრატიისა და შაბლონების გარეშე.
რატომ VIFA?
პრაქტიკული გამოცდილება
2020 წლიდან ვმუშაობთ რეალურ პროექტებზე. ჩვენ არ ვიყენებთ შაბლონურ მეთოდებს - ვაანალიზებთ თქვენს სპეციფიკას და ვქმნით იმას, რაც ზუსტად ახლა სჭირდება თქვენს ბიზნესს.
360° ციფრული მხარდაჭერა
ვებ-დეველოპმენტი, სოციალური მედიის მართვა, ციფრული რეკლამა და პროფესიონალური ფოტო/ვიდეო პროდუქცია - ყველაფერი ერთ სივრცეში, ბრენდის ერთიანი და ეფექტური კომუნიკაციისთვის.
გაზომვადი შედეგები
არ ვქმნით პროდუქტს მხოლოდ ვიზუალისთვის. ჩვენი მიზანია კონვერსიის ზრდა, ოპერაციების გამარტივება და რეალური ბიზნეს-ღირებულების შექმნა.
პორტფოლიო
ჩვენი წარმატებული პროექტები
გასქროლეთ ვიდეოების სანახავად
დღეს VIFA არის თქვენი სტრატეგიული პარტნიორი ციფრული განვითარების გზაზე, რომელიც გეხმარებათ იდეების რეალურ ბიზნეს შედეგებად გარდაქმნაში.